|
2017-06-16 18:18:15, 2187 ნახვა
პოლიტიკა
კომისია: ქორწინების განმარტება არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთი და იმავე სქესის პირთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად
„ქორწინების განმარტება არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად“,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული. ვენეციის კომისია ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ცვლილებების პროექტი, სადაც ქორწინება არის განმარტებული, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად. „საქართველო, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოები, ვალდებულია, რომ შეესაბამებოდეს ევროპული სასამართლოს სტანდარტებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში. შესაბამისად, როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ერთსქესიანთა ქორწინების იურიდიული აღიარება. ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ტექსტი მის ვებგვერდზე ორშაბათს, 19 ივნისს გამოქვეყნდება. ინფორმაციას „საზოგადოებრივი“ ავრცელებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)