|
2017-06-16 12:03:03, 1846 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ველოდებით, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება უკიდურესად პოზიტიური იქნება
„ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა აისახება. „ჩვენ უკვე ვიცით ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრებები, შესაბამისად, ის პოზიტივებიც და შენიშვნებიც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით აქვს. როგორც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ყველა მნიშვნელოვან შენიშვნას და, ზოგადად, ყველა შენიშვნას, რაც გამოითქვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. სესიაზე ვენეციის კომისიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებას, როგორ აისახება ეს შენიშვნები საბოლოო პროექტში. შესაბამისად, ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდი სრულად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით. „ვენეციის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციის სამი შესაძლო ვერსია შემოგვთავაზა. ერთ-ერთი ვერსია გულისხმობდა გაუნაწილებელი მანდატებისთვის ანუ ე.წ. ბონუსისთვის ზედა ზღვარის და, ზოგადად, ზღვარის დაწესებას. ჩვენ იმაზე შორს მივდივართ, ვიდრე რეკომენდაცია ითვალისწინებდა: ვაწესებთ როგორც ზედა ზღვარს, ასევე შედარებით ზღვარს და ქვედა ზღვარს. შესაბამისად, მინიმუმამდე ვამცირებთ ბონუსის მოცულობას, ანუ იმ ადგილების რაოდენობას, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვენეციაში იმყოფებიან, სადაც ვენეციის კომისიის 111-ე სესიას დაესწრებიან. 16 ივნისს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)