|
2017-06-16 09:37:32, 2212 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის სესიას დაესწრებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16-18 ივნისს ვენეციას ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ვენეციის კომისიის 111- ე სესიას დაესწრება. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსია. როგორც ჩუგოშვილმა გამგზავრებამდე აღნიშნა, სესიაზე განხილული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა. „როგორც თავიდანვე დავდეთ პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ამ პირობას ბოლომდე მივყვებით და ვასრულებთ. შესაბამისად, კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც არის ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას ვენეციის კომისიასთან, მათ წერილობით ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. ხვალ, შეხვედრაზე, დამატებით გვექნება კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენიშვნებიც იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ტექნიკური ხასიათის. დანარჩენს, პირიქით, ჩვენ გავითვალისწინებთ სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)