|
2017-06-13 11:51:12, 1996 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ნურსულთან ნაზარბაევმა "აკორდას" სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს და სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ ყაზახეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ნურსულთან ნაზარბაევმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან თარიღს, საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს დაემთხვა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტს მოწვევისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნა ყაზახეთისა და ასტანას ეკონომიკური განვითარების საინტერესო და შთამბეჭდავი ტემპები. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს ყაზახეთის ამ მხარდაჭერას. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. აღინიშნა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ორივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად ავითარებს ყაზახეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამის საფუძველს სწორედ საქართველო - ყაზახეთის წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ქმნის, რომელსაც 25 წელი შეუსრულდა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)