|
2015-04-17 20:01:26, 2519 ნახვა
სხვადასხვა
„გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“ პროექტის ფარგლებში ქუჩაში მომუშავე ბავშვებს უმასპინძლეს
პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“ ფარგლებში ქუჩაში მომუშავე ბავშვებს უმასპინძლეს. საქველმოქმედო აქცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც 20 –მდე ბავშვს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და საჭირო ნივთები გადასცეს. ღონისძიების ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო თოდუას განმარტებით, ბავშვები, რომლებისთვისაც ეს საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, არიან აღურიცხავები, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ვერ სარგებლობენ იმ პროგრამებით, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობთ. გარდა გამასპინძლებისა, მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იურისტებმა ქუჩაში მომუშავე ბავშვების ოჯახებს იურიდიული კონსულტაციების გაუწიეს. „პერიოდულად ვმართავთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომელიც უშუალოდ ქუჩაში მომუშავე ბავშვებისათვის არის განკუთვნილი. ჩვენ პროექტი „უხილავი ბავშვების ფარგლებში“ ასევე გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი „ჩემი ცხოვრების დღიურები“, სადაც ნაჩვენები იყო 4 ბავშვისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება. ძალიან რთულ სიტუაციაში ცხოვრობენ ისინი. სწორედ ამ ფილმის გადაღების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ ბავშვებისთვის და სხვა დანარჩენებისთვის კიდევ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო აქცია, სახელწოდებით „გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“. სხვადასხვა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა ჩვენ მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ და საჭირო ნივთები მოგვიტანეს, რომლებიც ინკოგნიტოდ დარჩნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ქველმოქმედება გენიდან მოგვდევს და შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ“, – აღნიშნა ნინო თოდუამ. აღნიშნულ აქციას პატრნიორობა გაუწია ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც ბავშვებს ტკბილეულობა და საჭირო ნივთები გადასცა. „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის საქმიანობებს შორის უკვე დიდი ხანი არ არის რაც გამოეთიშა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების თემა. ჩვენი ფონდი მრავალი წლის განმავლობაში ამ თემით იყო დაკავებული და წელიწადნახევარია რაც თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი აღარ ფუნქციონირებს და ის ბავშვები გადანაწილებულები არიან საოჯახო ტიპის სახლებში. თუმცა, ჩვენი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ არ შეცვლილა. როდესაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით თანადგომა და პარტნიორობა გვთხოვეს, ჩვენი თანამშრომლები რა თქმა უნდა ერთსულოვნები იყვნენ, რომ ამ აქციაში ჩართულიყვნენ. ჩვენი ფონდის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური ტკბილეულობით და საჭირო ნივთებით გავმასპინძლებოდით მათ. თუმცა, ეს ძალიან მცირედია და იმედს ვიტოვებთ, უფრო ბევრი ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამ ტიპის ქველმოქმედებაში“, – აღნიშნა ქეთი ბეროშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)