|
2017-06-12 12:07:10, 2009 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: მოვუწოდებთ რუსეთს, საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან მუშაობა დაასრულოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, 2011 წლის შეთანხმების ყველა პუნქტის შესაბამისად, ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდეს და დაიწყოს შეთანხმების განხორციელება. როგორც აბაშიძემ საბაჟო მონიტორინგის შესახებ საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს კომპანიასთან კონტრაქტზე მუშაობა. „კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ასევე დაასრულოს კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა, რათა დაიწყოს მისი განხორციელება ძირითადი შეთანხმების სრული შესაბამისობით. ცნობილია, რომ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის მხარე, რომლის დახმარებითაც მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოგვარება. ჩვენ მზად ვართ მათი ჩართულობით და არსებული ფორმატებით გაგრძელდეს ამ საკითხზე მუშაობა" ,-განაცხადა აბაშიძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)