|
2017-06-08 22:13:11, 2305 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს. როგორც ვენეციის კომისიის დოკუმენტშია ნათქვამი, კომისია პოზიტიურად აფასებს ცვლილებების 2023 წლიდან ამოქმედების ინიციატივას და აღნიშნავს, რომ ეს სტანდარტი ევროპულ სტანდარტებთანაა თანხვედრაში. „პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წარმოდგენილი ცვლილება ასევე თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა გამოყენებული იქნება არა შემდეგი არჩევნებიდან, არამედ 2023 წლიდან. თუმცა გასათვალისწინებელია სენატის (მეორე პალატის) არარსებობის პირობებში, საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის მთავარი დამბალანსებელი ძალა ქართულ საკონსტიტუციო სისტემაში არის პრეზიდენტი. შესაბამისად პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს მუდმივად და ექსკლუზიურად საპრეზიდენტო კანდიდატის უმრავლესობის მიერ წარმოდგენა. პარლამენტში (აგრეთვე ხმოსანთა საბჭოში) პლურალიზმის უკეთ უზრუნველსაყოფად საჭიროა შეკავებისა და წონასწორობის ბალანსის დაცვა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)