|
2017-06-08 12:45:48, 1953 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარებას ხელი შეუწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ 7 ივნისს ევროკავშირთან დაძმობილების (TWINNING) პროექტის − „ელ-მმართველობის განვითარება საქართველში II“ − დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროექტის წარმომადგენლებმა ჰანნეს ასტოკმა და ვიტორიო ვალერომ მიმართეს. გიორგი პატარიძის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან მიახლოებაში გადამწყვეტი ნაბიჯია საქართველოს წინსვლისა და ევროპაში ინტეგრაციისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2016 წელს დაიწყო და 21 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების დაძმობილების პროექტი ევროკავშირის მიერ 1,3 მილიონი ევროთი დაფინანსდა. პროექტს ხელმძღვანელობდა ესტონეთის ელ-მმართველობის აკადემია ესტონეთის მთავრობასა და იტალიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონსორციუმ CSI-პიემონტესთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში 52-მა ექსპერტმა ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ოფიციალურ პირებს გაუწია კონსულტაცია. ესტონეთისა და იტალიის ექსპერტებმა ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის და ლატვიის სპეციალისტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა ესტონეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში სხვადასხვა სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლებმა გაიარეს მარკეტინგის კურსები ელექტრონული მმართველობის წარდგენის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. ელექტრონული მმართველობის პოტენციალის საჯარო ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროპელი ექსპერტების მიერ, ასევე, ჩატარდა 2 გასვლითი სემინარი სხვადასხვა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების რიგ საკითხებში. (NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)