|
2017-06-05 12:39:26, 2185 ნახვა
პოლიტიკა
მერობის კანდიდატზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილება მიიღება: "პარტიას აქვს თავისი პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც შედგება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისად როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენ უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავლში",-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, მმართველ გუნდში უკვე ადასტურებენ, რომ მერის თანამდებობაზე ვიცე პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის კანდიდატურა განიხილება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)