|
2017-06-02 19:26:45, 2233 ნახვა
პოლიტიკა
ჰერმანი მუხთარლის საქმეზე: ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი
„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი გაირკვევა“,-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს. ჰერმანის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. "ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები. გვაქვს მოლოდინი, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა", - განაცხადა ჰერმანმა. ჰერმანის განცხადებით, დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი. „ნამდვილად წუხილს გამოვთქვამთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ ფაქტს და იმედი გვაქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ფაქტები სრულად და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ნებისმიერი დასკვნის გაკეთება", - განაცხადა ჰერმანმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)