|
2017-06-02 10:33:54, 1869 ნახვა
პოლიტიკა
იაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა. იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდამ იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე განაცხადა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს კლიმატს. ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. "Travel adviser"-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს , როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში. ჯანელიძემ იაპონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)