|
2017-05-31 15:43:20, 2068 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბათუმს ეწვია
დღეს აჭარას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერთან ერთად ეწვია. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან, მთავრობის წევრებთან და პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდა. პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია 15 პოლონელი ჟურნალისტი, რომლებიც აჭარაში მიმდინარე ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ. საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის დელეგაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად გონიო - აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს დაათვალიერებს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პოლონეთის პრეზიდენტისა და აჭრის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრები, აჭარის მთავრობის მინისტრები და ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრებიან. მოგვიანებით კი ანდჟეი დუდა და ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში მეუღლეებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გაისეირნებენ.
(NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)