|
2017-05-29 09:39:08, 1895 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას დღეს დაამტკიცებენ
თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის შინაარსზე მედიასთან ნატო-ს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ოიარს ერიკს კალნინსის განცხადებით, დელეგატების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, დეკლარაციაში საქართველოსადმი მხარდაჭერა და ასევ რუსეტისადმი გზანილები ჩაიწერება. ამასთან, ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წვერობას, თუმცა საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. „ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი. დელეგატების უმრავლესობა, როგორც ვიცით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.დოკუმენტი ასევე ასახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ჩვენს პოზიციას უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე? ვფიქრობ, კი. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, მაგრამ თუ საერთაშორისო სიტუაციას გავითვალისწინებთ, ამას დრო დასჭირდება“,-აღნიშნა ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)