13:03 - 01 Nov, 2026
|
2015-04-15 18:18:33, 1902 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი „Google“-ს მონოპოლიურ ქმედებებში სდებს ბრალს
ევროკავშირი „Google“-ს ანტიკონკურენტულ ქმედებებში სდებს ბრალს. კონკურენციის საკითხებში ევროკომისარის, მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, კომპანიამ საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაციის გზით კონკურენციის შესახებ კანონი დაარღვია. მისი თქმით, იგი შეშფოთებულია იმ უსამართლო უპირატესობით, რომელსაც „გუგლი“ საძიებო სისტემაში საკუთარ პროდუქტებს აძლევს. ასევე ცალკე ჩატარდება გამოძიება „გუგლის“ მიერ მობილური ოპერაციული სისტემის Android-ის ხელშეწყობის საკითხზე. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევისათვის შესაძლოა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ჯარიმა დაეკისროს. „გუგლს“ 10 კვირა აქვს იმისათვის, რომ ევროკომისარის ბრალდებებს უპასუხოს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)