|
2017-05-20 18:33:19, 1945 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ჰანი მულკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იორდანიასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყურადღება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს დაეთმო. პრემიერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების, წარმოებისა და ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებით - მმართველობის რეფორმით იორდანიული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიელი პარტნიორებისთვის რეფორმის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ იორდანიის მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნლოვან როლს შეასრულებს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი დღეს, გიორგი კვირიკაშვილისა და ჰანი მულკის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ მოაწერეს ხელი.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)