|
2017-05-15 13:46:46, 1796 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს გერდ მიულერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მრავალ განზომილებას მოიცავს. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას, რომლის დეტალები მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. გერდ მიულერმა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა. ფედერალური მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გერმანიაში ჩატარდეს ერთობლივი საინვესტიციო ფორუმი, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიასთან განვითარების სფეროში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც მოიცავს პროექტებს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში GIZ-ისა და KfW-ს პროექტების მეშვეობით გაწეული დახმარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაში და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ფედერაციული რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, სასიხარულოა, რომ ფედერალური მინისტრის სტუმრობა საქართველოში პირველი გერმანული დასახლების 200 წლისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს დაემთხვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის წლის აღსანიშნავ ღონისძიებებსა და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის სამზადისზე, რომელშიც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)