|
2017-05-15 12:00:51, 1953 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე კონსტიტუციის ახალი პროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ძირითადი გზავნილი კონსტიტუციის დაცვაა. ახალგაზრდული ფრთის წევრები ბანერებით : „დაიცავი კონსტიტუცია“, „დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი“, „დაიცავი შენი ხმა“, როგორც ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. „ვაპროტესტებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რადგან ამ ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს ერთმევათ თავისუფალი არჩევანის უფლება. საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ უფლება აირჩიონ პრეზიდენტი. გარდა ამისა, საპარალამენტო არჩევნების დროს უნდათ, ოპოზიციის მიერ მოპოვებული მანდატებით მიითვისონ და ეს მანდატები არასამართლიანად გადანაწილდება. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ამიტომ მოსახლეობა არ მისცემს მათ ამ ცვლილებების განხორციელების უფლებას და პასუხს გასცემს ხელისუფლების უსამართლო ქმედებებს“, - განაცხადა დავით ლაგვილავამ. აქციაზე 30-მდე ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიის „დაიცავი კონსტიტუცია“ ფარგლებში აქციას საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი) ერთდროულად მართავს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)