|
2017-05-12 15:29:19, 1949 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის იური რატასის განცხადებით, არ გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. როგორც რატასმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდი წარმატება. აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება. როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე. მოვუწოდებ ჩემს ძვირფას კოლეგას, სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები შესაბამისი მიზნების მისაღწევად და საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის, განათლების, ელექტრონული მმართველობის სფეროებში, ასევე - ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან პოზიტიურია. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ესტონური საგადასახადო მოდელის ადაპტირება ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ, აუცილებელია ორმხრივი ინვესტიციების გაზრდაც“, - განაცხადა იური რატასმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)