13:26 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 13:35:51, 1798 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ტერიტორიული მოწყობის საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ მოწესრიგდება

„ტერიტორიული მოწყობის საკითხი  კონსტიტუციის დონეზე მას შემდეგ მოწესრიგდება, როცა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად შეგვეძლება ამ საკითხის გადაწყვეტა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„ აქ არის მოწესრიგებული ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან  დაკავშირებული საკითხები, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა სერიოზული  მსჯელობა ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა ის ძირითადი  გზავნილი, რომელიც  კონსტიტუციაში, ჯერ კიდევ  1995 წელს ჩაიდო.  კერძოდ, გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ  ვიდრე არ აღდგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე არ გადაისინჯება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის  საკითხები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება ამასთან დაკავშირებით  უშუალო მსჯელობა, მას შემდეგ რაც გვექნება საშუალება, რომ აფხაზეთის მოსახლეობასთან  და ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიის მოწყობის საკითხები, მხოლოდ მას შემდეგ მოწესრიგდება ეს საკითხები კონსტიტუციის დონეზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics