|
2017-05-11 16:16:27, 1952 ნახვა
პოლიტიკა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დარბაზში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მიკროფონიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარტიის შეხედულებებზე საკმაოდ ვრცლად კრიტიკულ კონტექსტში ისაუბრა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მას სთხოვა, ადგილობრივებისთვის მიეცა კითხვების დასმის საშუალება. „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს, როდესაც აცხადებთ, ბატონო ირაკლი, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის სუბიექტური ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედებთ. თქვენ თუ მართლა გული შეგტკივათ პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციაზე, მაშინ ბოლოდან კიარ უნდა დავიწყოთ კონსტიტუციიდან, მანამდე უნდა დავიწყოთ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში იმგვარი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, რომ „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს შორის ერთი და იგივე პირები არ მეორდებოდნენ ათეულობით. როდესაც ბლოკურ სისტემას გვართმევთ და 5%-იან ბარიერს გვიტოვებთ, რეალურად ამით თქვენ იხანგრძლივებთ ძალაუფლებაში ყოფნის შესაძლებლობას განუსაზღვრელი ვადით. სასამართლო ხელისუფლების თავში „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 89-ე მუხლში ხომ წარმოგიდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს როლის გაზრდას გულისხმობდა?! თქვით, რომ განიხილავდით, გაითვალისწინებდით. ერთი სიტყვა არ გაქვთ გათვალისწინებული“,-მიმართა ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძეს. „პარლამენტში ხარ? რისთვის მოხვედი, საიდან მოხვედი“,-ისმოდა მოქალაქეების შეძახილები დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მიმართა, დამშვიდებულიყვნენ: „გთხოვთ, დამშვიდდეთ, გუშინ ანალოგიური იაფფასიანი პროვოკაცია გვქონდა სხვა ქალაქში და მაშინ პირობა დადეს ამ პარტიის წარმომადგენლებმა, რომ პროვოკაციებს გააგრძელებდნენ და როდემდე უნდა გააგრძელონ ასეთი იაფფასიანი პროვოკაციები, არ ვიცი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)