|
2017-05-11 13:37:32, 1786 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, სხვა არაფერია, თუ არა პარტიის ხელმეორედ არჩევა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა შემოთავაზებული ცვლილებებით, პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. ოხანაშვილის თქმით, ხალხს არ ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ის პარლამენტი აირჩევს, რომელსაც საზოგადოება გამოუცხადებს ნდობას. ოხანაშვილმა გორელებს ჰკითხა, უშვებენ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ რომ არ ყოფილიყო დასახელებული, არჩეული იქნებოდა. მოსახლეობამ პასუხად განუცხადა, რომ ამ შესაძლებლობას არ უშვებენ. ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სხვა არაფერია თუ არა პარტიის ხელმეორედ არჩევა: „არავინ გართმევთ უფლებას, გააკეთოთ თქვენი არჩევანი, თქვენ გაქვთ უფლება, აირჩიოთ თქვენი პარლამენტი, თქვენ გამოგვიცხადეთ მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ ნდობა იმისათვის, რომ განვახორციელოთ ცვლილებები კონსტიტუციაში და შესაბამისად, თქვენ გექნებათ მომავალშიც უფლება, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია არჩევნებით, პარლამენტის არჩევნებით და იმ ლეგიტიმაციის ფარგლებში, რა ნდობასაც თქვენ შესაბამის გუნდს გამოუცხადებთ, იმ გუნდმა, თუ შესაბამისმა კოალიციამ აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. წარმოგიდგენიათ თქვენ, ადამიანი, პარტიის დასახელების გარეშე შეიძლებოდა საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო? უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ბატონი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ რომ არ ყოფილიყო დასახელებული, მაშინ არჩეული იქნებოდა? ვფიქრობ, თუ ვინმე აფიქსირებს პოზიციას, რომ სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, ეს სხვა არაფერია, თუ არა პარტიის არჩევა ხელმეორედ, რადგან თქვენ ხმას აძლევთ პრეზიდენტს იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხმას აძლევთ პარტიას, თქვენ ენდეთ „ქართულ ოცნებას“, თქვენ მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“ და იქიდან გამომდინარე აირჩიეთ პრეზიდენტი. ესაა რეალობა“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)