|
2017-04-24 18:47:36, 1864 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის განუხრელი მხარდაჭერისათვის. მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და რუსეთის იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ფედერაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევის მიმართულებით ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ არჩევნები და რუსეთის მხირდან აფხაზეთში დამატებითი შეიარაღების შეტანა, ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე. წ. ხელშეკრულება. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მისი მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)