|
2017-04-24 13:30:54, 1703 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამორჩეული მხარდამჭერია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის სირთულეები, რაც ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართების შედეგად ექმნება. „ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია. ესტონეთმა ნამდვილად არაერთხელ დაამტკიცა საქართველოსადმი ამ მიმართულებით ძალიან მტკიცე ერთგულება და მხარდაჭერა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ მეგობარ ქვეყანას საქართველოს მიმართ გატარებული და გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინიტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი ესტონეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, რადგან პირველი ივლისიდან ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები და ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა კოლეგასთან შეხვედრის დროს. „მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი" ქვეყნების თანამშრომლობა იქნება. სწორედ ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტი. ჩვენ განვიხილეთ სამიტის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მომავალ პერსპექტივებს" - მიხეილ ჯანელიძე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მოინახულებს სოფელ ხურვალეთს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)