|
2017-04-19 16:22:44, 2352 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკის მიერ ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა - დეპუტატმა პარლამენტი დატოვა
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში "ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკს და მმართველი გუნდის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ოთარ კახიძემ დაზიანება მიიღო. ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ტუღუშმა გააცილა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს დაპირისპირების დროს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით მის თანაგუნდელს მოხვდა. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი პირდაპირი ტრანსლირება კიდევ ერთი დაპირისპირების დროს შეწყდა. კერძოდ, კი ფიზიკური დაპირისპირება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას შორის მოხდა. ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან დერეფნის კარი ჩაკეტილია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ფოტო (c) imedinews
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)