|
2017-04-18 13:46:59, 1851 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხვალ სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს
„ევროპული საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ისეთი რამის ლეგიტიმაციაში, რაც ცალსახად გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ხელს არ უწყობს. „ამ ეტაპზე, როგორც არის წარმოდგენილი პროექტი ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ევროპული საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ისეთი ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც მოიაზრება როგორც დემოკრატიის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი. მე უშუალოდ ვგულისხმობ წარმოდგენილ ვარიანტში ასახულ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას და მათ შორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას, სადაც მანდატები ნაწილდება იმგვარი წესით, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება ყველა გაუნაწილებელი მანდატი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები კომისიის წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სავარაუდოდ, ხვალ დავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას. თუ მმართველი ძალა კონსტიტუციაში აკეთებს ჩანაწერს, რომლითაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს რეფორმა სწორედ წამოწყებულია იმისთვის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდით ეცადოს გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად დაუშვებელი“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)