|
2017-04-18 10:47:21, 1744 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: უკანონო ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას უშედეგოდ ცდილობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით" ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა, უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს. „აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)