|
2017-04-13 12:21:04, 2428 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგია დაამტკიცა
მთავრობამ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგია“ დაამტკიცა დოკუმენტი სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დოკუმენტი ითვალსწინებს როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას მომავალ ინტეგრაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი ასევე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებსაც მოიცავს: „დამტკიცდა განკარგულება, რომელიც შეეხება 2017-2020 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს, ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან რაც შეიძლება მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას მომავალ ინტეგრაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს არის კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც შემდგომ აიგება შესაბამისი სამოქმედო გეგმები ამ პროცესში ჩართული უწყებების მიერ და მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჩვენს თანამოქალაქეებს, ისევე როგორც ანტიპროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად, ძალიან სწორი, ჩამოყალიბებული სამთავრობო სტრატეგიის თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმას. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ის მოიცავს ყველა ნაბიჯს, მათ შორის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ პროპაგანდას პროპაგანდით არ ვებრძვით, ჩვენ ცივილური, ევროპული, დასავლური მეთოდით ვებრძვით და ესაა უმთავრესი, რომელსაც ჰქვია ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ცნობიერების ამაღლება. ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სიკეთე მოაქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რატომ ნატო, რატომ ევროკავშირი და არა ევრაზიის კავშირი და საბაჟო კავშირი. გვინდა, მივიტანოთ ყველას ყურამდე, როგორ შეიძლება უკეთესი განათლება მივაღებინოთ ჩვენს შვილებს, როგორ შეიძლება უფრო მეტი ეკონომიკური, საინვესტიციო პროგრამა განვახორციელოთ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოწყობა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, როგორ უფრო უსაფრთხო, სტაბილური იყოს როგორც ენერგეტიკული, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა და მომავალი“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. დოკუმენტი სამოქალაქო სექტორთან, ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. მინისტრის ინფორმაციით, იგი ითარგმნება და საჯარო გახდება: „იქნება განხილვის საგანი პარტნიორებთან ერთად. მათ გარეშე არც დაგვიწყია ამ დოკუმენტზე მუშაობა, არასამთავრობო სექტორი იყო ძირითადად ჩართული და მინდა მათ მადლობა გადავუხადო“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)