|
2017-04-12 21:25:44, 1805 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-მდივნის სტეფან დუიარიჩის განცხადებით, გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რამაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს. ოფიციალური გაცხადება პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიის მთავრობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას ემუქრება. „ამ მოვლენათაგან განსაკუთრებით საგანგაშოა 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. "არჩევნების" ჩატარების ფაქტი, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით. პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს პორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოებლად“, - ნათქვამია პორტუგალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)