|
2017-04-12 07:31:44, 1841 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ლევან იზორია: ლიტვასთან ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ ლიტვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლიტველი ექსპერტის როლზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებაზეც გაამახვილა. „ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. მათთან ერთად იმ საუკეთესო ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა. მომავალშიც წვრთნებში აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი მხრიდან მზაობას ვაცხადებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა თავდაცვის ტოტალური კონცეფციის განხორციელებაა, რომელიც კარგი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას გულისხმობს. ამ მიმართულებით ლიტვას საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. რაიმუნდას კარობლისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „გაგრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომელიც სამხედრო აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს. სპეციალური ოპერაციების ძალები კი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მინდა, მინისტრი მივიწვიო “Flaming Sword 2017” სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. ორმხრივ ფორმარტში ტრადიციულად კარგად ვთანამშრომლობთ. არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები. თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალური. თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც“, - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა. (NS)
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)