|
2017-04-11 20:36:53, 1924 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება. რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა. შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად. გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)