|
2017-04-11 19:01:10, 1713 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პროგრესი და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების დინამიკა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. "ჩვენ მივესალმებით იმ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კონტაქტებს ყველა დონეზე - პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და სხვადასხვა კოლეგა მინისტრების ჩართულობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დიდ მოტივაციას და სურვილს, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. წელს აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვან, საიუბილეო თარიღს - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ამ წლების განმავლობაში ერთობლივი მცდელობების შედეგად შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთ-სასარგებლო პარტნიორობის განვითარება", - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს გლობალური და რეგიონალური გამოწვევები. გაიცვალა მოსაზრებები მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა. მინისტრმა სომეხ კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებული დასრულება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)