|
2017-04-10 20:00:55, 1898 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი კობახიძის განცხადებაზე: როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და გეჩურჩულება - შეიძლება შეგაცდინოს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარკვეულმა პირებმა შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისიის რიგები დატოვონ. მისივე აზრით, გამოუცდელი ადამიანები მსგავს ინფორმაციებს იჯერებენ: „არის პოლიტიკაში ასეთი სურვილი, რომ მუდმივად შენი წარუმატებლობა ვინმე სხვას გადა...ეს არის კლასიკის კლასიკა სამწუხაროდ საქართველოში. როდესაც რაღაც გიჭირს, უნდა იყოს ადამიანი, ან პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც იტყვი, რომ არა მე კიარ შემეშალა ცოტა მაინც, არა, ესაა შეთქმულება.პოლიტიკაში ათასი ადამიანია, რომელიც მოვა და რაღაცას გეტყვის. ვინმე, ვისაც უნდა შენთან ავტორიტეტი მოიპოვოს, შეიძლება რაღაც ისეთი გითხრას, რომ იქ რაღაცა ხდება. მგონია, ეს ამის შედეგია. არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც მოგიყვებიან, რომ იცი, შენს ზურგს უკან ეს იგეგმება. თუ ხარ მიდრეკილი აქეთკენ, ძალაუნებურად ასეთ განცხადებას გააკეთებ, მითუმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი.მე რომ ტელევიზიით მეთქვა, არ მომწონს საკონსტიტუციო კომისია, ესეც არ იქნებოდა არანაირი დანაშაული, რადგან ესაა პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. ასეთი რამ მაინც არ მითქვამს, პირიქით, ვამბობდი, რომ საკონსტიტუციო კომისიას დავეხმაროთ. ამ ფონზე როცა კეთდება განცხადება ასეთი შეთქმულების თეორიის, მგონია, ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, არამგონია, რომ მოიგონა. არ მგონია, რომ მიზანმიმართულად იყო გაკეთებული, მაგრამ როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და გეჩურჩულება, შემდეგ შეიძლება ასეთ შეცდომაში შეგიყვანოს“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „კავკასიის“ ეთერში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)