|
2017-04-09 12:17:57, 1808 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: არასდროს უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას თავდადებით იცავდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა. მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე თარიღზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს რამდენიმე მნიშნელოვანი თარიღია, რომელიც მე მინდა გაგიზიაროთ. პირველ რიგში ესაა ბზობა და გილოცავთ ამ მშვენიერ დღესასწაულს, დღესაა ასევე 9 აპრილის ტრაგედიის 28 წლისთავი და მნიშნელოვანია, რომ არასდროს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ის ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას. დღეს ასევე არის მნიშნელოვანი თარიღი, რადგან ამ ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, უკვე 31 მარტს, ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს სასიცოცხლოდ აღსანიშნავი ფაქტია“,-განაცხადა მარგველაშვილმა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმი დაგმო. „მაგრამ დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღი, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების დღე. დღეს ტარდება ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე და მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად, მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, როცა შენ გყავს იმ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი იქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა, რომელბსაც სჯერა, რომ მიუღებელია ოკუპაცია მეზობელი ქვეყნის, რომელიც არანაირად არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია სამწუხაროდ ჩვენი მეზობლიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ჩვენ მტკიცედ ჩვენს მეგობრებთან ერთად და პარტნიორებთან ერთად, ვგმობთ იმ აქტს, რაც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალიწინებს“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)