|
2017-04-03 12:13:08, 2360 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ეკა ბესელია: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს დებატების საკითხი პოლიტიკურ სანახაობად იქცა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დებატები. "ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები. დებატების ტემა პოლიტიკური სანახაობისკენ არის მიმართული. იმის გამო, რომ ზედმეტი ინსპირაციები აგვერიდებინა თავიდან, ითქვა, რომ შეიძლება პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში იყოს დაშვებული ასეთი დებატები", - განაცხადა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს გადაწყდება, თუ რა ფორმატით წარსდგება პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი ექნებათ, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ. ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)