|
2017-03-31 22:12:00, 2192 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლიც ექვს ძირითად მიმართულებას მოიცავს: ასოცირებით შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება; ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენთოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია; ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი და ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან. „ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპისთვის გასასვლელი აზიაში, ხოლო აზიისთვის, აზიური ქვეყნებისთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისათვის კარი ევროპაში. ჩვენ არ ვართ ხიდი, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)