|
2017-03-31 19:17:01, 2044 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ მორიგ ნაბიჯს დგამს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე. წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ. ამ გზით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას. "საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ. ამ გზით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრირების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოსკოვი კვლავ უარს აცხადებს ძალის არ გამოყენებაზე და ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები დაგაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიშექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)