05:56 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:48:43, 2114 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მიხარია, რომ ქვეყნის მეთაურის არჩევასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესოა რეიტინგებში ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ პრეზიდენტმა IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ხალხის ინტერესშია, შენარჩუნდეს ქვეყნის მეთაურის არჩევა.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია,  რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო-სახალხო არჩევასთან დაკავშირებით.  მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს - ქართველ ხალხის ინტერესშია, შენარჩუნდეს ქვეყნის მეთაურის არჩევა. ასეთი ნათელი გზავნილი ბუნებრივია, უნდა იქნას გაზიარებული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics