|
2017-03-31 09:50:54, 1993 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 2017 წლის 28 მარტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი თარიღი
2017 წლის 28 მარტი შევა ისტორიაში, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას კარი გაუღო,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მისაღწევად. „დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში. 28 მარტს, ორი დღით, ახალგაზრდებთან ერთად, გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში და მინდა ხაზი გავუსვა მათი თვალით დანახულ პერსპექტივას. მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაეხსნა 28 მარტიდან არის სულ სხვანაირი, ძალიან საინტერესო, გაცილებით უფრო მდიდარი. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა. ჩვენს დელეგაციაში იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, ე.წ. „სტარტაპერები“, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელებისა, რაც აქვთ ჩაფიქრებული,“–აღნიშნა პრემიერმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)