|
2017-03-31 09:37:31, 1802 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ცივილიზებული სამყაროს წევრი
მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვან თარიღს - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს. პრემიერის შეფასებით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ერმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ხმა მისცა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას. „ამ პროცესსა და უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)