|
2017-03-30 14:48:28, 1959 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ლიტველ კოლეგას შეხვდა - „დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტველ კოლეგას, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველო - ლიტვის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა - საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიაში. შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)