|
2017-03-30 13:57:07, 1930 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ლიტვას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთერთი პირველები გადავიდნენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე. "ევროკავშირის ქვეყანაში ჩამოვედით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან საქართველოს სხვადსასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ამ მიმართულებით ღრმავდება. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი, ყველა იმ შესაძლებლობას განავითარებს, რომელიც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას როგორც ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებსაც", - აღნიშნა პრეზიდენტმა ლიტვაში ჩასვლისას. ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმარება. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)