|
2017-03-30 11:47:54, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი უკრაინის თავდაცვის უწყებაში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საპატიო ყარაული მიიღებს. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდება. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)