|
2017-03-28 13:11:17, 2217 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: სირთულეს წარმოადგენს აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხედვის კონტექსტში სირთულეს ის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა. პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. “ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მეგობარი, მე პირადად მინდა მას მადლობა ვუთხრა საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომელსაც საქართველო და ლატვია ახორციელებენ. ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც გაგრძელდება. ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით, ასევე, სამხედრო სფეროშიც. მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც ეს შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო ნაბიჯები არის გადადგმული. ასევე, საინტერესო პროექტების განხორციელებას არის შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ერთიანი ხედვით შევძლებთ. იმ გზაზე, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის განხორციელებაშიც ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, გვაქვს ძალიან ნათელი და ერთიანი ხედვა. ამ ხედვის კონტექსტში სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს. საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ”, –განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)