|
2017-03-28 12:42:59, 1821 ნახვა
პოლიტიკა
ალექსის ციპრასი: დარწმუნებული ვარ, საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს
“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს”, - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ქართველ კოლეგას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობაზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები. მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია ბერძნული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი თბილისში, რაც ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი.
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)