|
2017-03-24 17:33:56, 2027 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: თბილისი პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებების „ფოიერვერკით“ გამოირჩევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისი პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებების „ფოიერვერკით“ გამოირჩევა, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ბოლო დღეები თბილისის პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებების „ფოიერვერკით“ გამოირჩევა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე საქართველომ აშკარად პოლიტიზირებული რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც აფხაზეთის, "სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ადგილი ჰქონდა „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო საზღვართან უცხოელი დელეგაციების ახალ „პილიგრიმობას“, რომელსაც საქართველოში ამ დრომდე ადმინისტრაციულ გამშვებ პუნქტთად იხსენიებენ. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები ახალ-ახალ პროტესტს გამოთქვამენ. პროპაგანდისტული ხმაურის საბაბად ყველაფერი გამოიყენება: აფხაზეთის ლეგიტიმური გადაწყვეტილება თავის საზღვარზე გამშვები პუნქტების ოპტიმიზირების შესახებ, ორმხირივი შეთანხმება რომელიც „სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე რუსეთის ჯარში იმსახურონ და ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში С-300-ის დამატებითი დივიზია განლაგდა და ბოლოს, ფანტასტიური ისტორია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა სომხეთში საქართველოს გავლით გადავიდა. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლი სპეციალურად დადგმულია 28-29 მარტისთვის დაგეგმილი ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდისთვის. სავარაუდოდ, თბილისი აპირებს ჟენევის ფორმატში დიალოგის საბოტაჟი განაგრძოს. სწორედ ამიტომ, წინასწარ კონფრონტაციულ-ისტერიული გარემო იქმნება. ამასთან, დაკავშირებით, გვინდა ხაზი გავუსვათ, იმას, რომ რუსეთის დელეგაცია შვეიცარიაში მშვიდი და პროდუქტიული საუბრების სურვილით მიემგზავრება, იმისთვის, რომ შავი ზღვის საჭირბოროტო საკითხები, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში განიხილოს. მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს ანალოგიურად მოიქცნენ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)