|
2017-03-23 22:00:42, 1826 ნახვა
პოლიტიკა
„არის მცდელობა, ვეტო წარმოდგენილი იყოს, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ არ დავიღლები მოვალეობის შესრულებით“
არის მცდელობა, ვეტო წარმოდგენილი იყოს, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თუ გავიხსენებთ ვეტოების იმ ისტორიას, რომელიც აქამდე განხორციელებულა, ყველა ეტაპზე ვხედავდით მცდელობას, ეს ვეტო ყოფილიყო გაშარჟებული და გაბაიბურებული. მისივე თქმით, ეს დაპირისპირება მისთვის ძალიან მოსაბეზრებელია. "ვეტო არის ერთ-ერთი უფლება, მაგრამ სადაც შენ გაქვს კონსტიტუციური უფლება, იქ არის ვალდებულებაც, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. თუ გავიხსენებთ ვეტოების იმ ისტორიას, რომელიც აქამდე განხორციელებულა, ყველა ეტაპზე ვხედავდით მცდელობას, ეს ვეტო ყოფილიყო გაშარჟებული, გაბაიბურებული, გეგონება ვეტოს დაძლევას რამე პოზიტივი მოაქვს თითეული ჩვენგანისთვის. პირველი ვეტო ეხებოდა მოსმენებს. ეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს მოსახლეობას. მხარს ვუჭერდი იმ აქციებს, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო მოსმენების თაობაზე, მხარს ვუჭერდი იმ აქციებს, რომელიც შემდეგ პერიოდში იმართებოდა და მე ვარ მომსწრე იმასა, რომ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება დადგა საფრთხის წინაშე შარშან, როდესაც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერებით ხდებოდა საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის შეშინება. მისმენენ თუ არ მისმენენ - ეს პრობლემა ეხება მოქალაქეებს. ჩვენ უნდა ავაგოთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეები ენდობიან სპეცსამსახურებს. დაიძლია პირველი ვეტო და ეს საკითხი ისე იყო მიწოდებული საზოგადოებასთან, რომ გეგონება ახალი ქარხანა გაიხსნა, საერთაშორისო შეთანხმება დავდეთ ან დასაქმების ახალი პროგრამა გაკეთდა. ცოტა ხანში კი საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. მეტიც, ის პუნქტები, რაც იმ ვეტოში მქონდა, კანონში ზუსტად ისე შეიტანეს, როგორც მქონდა წარმოდგენილი. მეორე ვეტო ეხებოდა ბანკის თემას. აქაც იყო მთელი ინსინუაციები. ლარის ვარდნა მე დამიკავშირდა. რადგან ვეტო დავადე, თურმე ქვეყნის ეკონომიკა დავანგრიე. ძლივს იპოვნეს დამნაშავე, რომლის გამოც საქართველოში არ მატულობს შიდა პროდუქტი და დაძლიეს ეს ვეტოც. ახლა კი ზუსტად იგივე პუნქტები, რაც იმ ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, წარმოადგინეს, როგორც ახალი კანონი. შემდეგი იყო სასამართლოების კანონი, რომელიც ორ დღეში გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. პოლიტიკური შემადგენლობა რომ ჰქონდეს ამ ვეტოს და არა ჩემი ვალდებულების განხორციელება, ასე რატომ დაუბრუნდებოდა ეს ყველაფერი ვეტოს დამძლევებს. არის მცდელობა, ვეტო წარმოდგენილი იყოს, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებაში. ეს დაპირისპირება ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელია... მუდმივი ვნებათა ღელვა, მეტიც, მსმენელისთვისაც მოსაბეზრებელია, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვალდებულება და თუ ვხედავ, რომ ქვეყნისთვის არის სხვანაირად უკეთესი, მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)