|
2017-03-23 10:23:53, 2497 ნახვა
პოლიტიკა
სამინისტროების ორთაჭალაში გადატანა იგეგმება
მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ერთიანი სამთავრობო სივრცე შეიქმნება. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი გაკეთდება და თითქმის ყველა სამინისტრო ორთაჭალაში გადავა. "მოგეხსენებათ რომ ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურების ოფისის, სივრცის შექმნა, რომელსაც ბიზნეს სახლი ეწოდება და ეს პროექტი ხორცილედება, დაწყებულია უკვე ორთაჭალაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომსხურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი, ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორცილდება სამინისტროების გადატანა, რაც ერთის მხრივ იქნება ძლიან კარგი იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ძლიან ბევრი საოფისე, თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლედდება და მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი და ძალიან მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ ორთაჭალის იმ სივრცეში თავს მოიყრის მთელი მთავრობის, პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, შეიძლება ერთეული სამინისტროების გარდა. რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ამიტომ ეს ძილან მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)