|
2017-03-22 09:51:40, 2093 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს
ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, კანონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გუშინ განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. საპირისპირო აზრი აქვს ოპოზიციას. საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებათა პაკეტს ანტისაზოგადოებრივს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის იმიჯიც დაზიანდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ კანონი ერთგვარი პოლიტიკური კონტროლის იარაღია და ის ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე თვლის, რომ კანონი გაუმართლებელ და საკომუნიკაციო კომპანიებს არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება. უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)