|
2017-03-20 12:09:18, 1707 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ
ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ მიმართულებებზე, თუ როგორ განვითარდება საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში და იმ შედეგებს, როგორ აისახება ისინი ქვეყნის კეთულდღეობაზე. „2016 წელს ჩვენ ამომრჩევლის წინაშე 4-პუნქტიანი გეგმით წარვდექით და ერთერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც დავპირდით, უკვე შევასრულეთ. ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო კანონმდელობა. დღეს საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიმართულებით როგორც საგადასახადო კუთხით, ისე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების სახით.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)