15:30 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 12:07:22, 2310 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი იყოს

ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force“ - როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმავს მომდევნო წლებში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“  სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს.

„რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics